არსებული ინფორმაციით, თბილისში ქსნის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომლის კართანაც ხელყუმბარა იყო დადებული, ბიზნესმენს ეკუთვნის

არსებული ინფორმაციით, თბილისში ქსნის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომლის კართანაც ხელყუმბარა იყო დადებული, ბიზნესმენ ნიკოლოზ საკანდელიძეს ეკუთვნის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჟურნალისტმა ნათია კუპრაშვილმა განუცხადა, ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში იყო და შეხების შემთხვევაში აფეთქდებოდა.

„მე ყუმბარა განაღმვის შემდეგ ვნახე. როგორც კრიმინალისტები საუბრობდნენ ყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში იყო და მოხსნილი ჰქონდა „კალიცო“, ანუ გათვლილი იყო ასაფეთქებლად და შეხების შემდეგ მოქმედებაში მოვიდოდა. ყუმბარა ვის სახლთანაც იყო დადებული ბიზნესმენია და კარგი ადამიანია. თუმცა აფეთქების შემთხვევაში საფრთხე მხოლოდ მას არ ემუქრებოდა. ხშირად ტერიტორიაზე ბავშვები მოძრაობენ. რას შეიძლება უკავშირებდეს თავად ის პირი, ვის კართანაც იპოვეს ხელყუმბარა, არ ვიცი, მე მასთან არ მისაუბრია“, - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

ქსნის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარის აღმოჩენის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიერ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა