23 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელს განიხილავს

23 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტსა და მის შედეგებთან დაკავშირებით საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს განიხილავს. ამის შესახებ ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრესრელიზში.

„სარჩელი საქართველომ 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის შესაბამისად. სარჩელი ეხება სიცოცხლის უფლების, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, სიცოცხლის უფლების, საკუთრების დაცვისა და განათლების უფლების და გადაადგილების თავისუფლების დარღვევებს“, - ნათქვამია პრესრელიზში.

დიდი პალატა აღნიშნულ სარჩელს 23 მაისს, ადგილობრივი დროით 09:15 საათზე განიხილავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა