ირაკლი კობახიძე - რაც გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა, პარლამენტის უპატივცემულობაა

პარლამენტის დებატები პირველად დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, ბატონ გიორგი მარგველაშვილს და ქალბატონ ადა მარშანიას არ მოსწონს ჩვენი რეგლამენტი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

კობახიძე გამოეხმაურა პარლამენტის სხდომაზე გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც დეპუტატების გამოსვლებზე პასუხების გაცემა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადა, რომ სხდომას დატოვებს.

პარლამენტის თავმჯდომარე ეჭვობს, რომ გიორგი მარგველაშვილის ნაბიჯი წინასწარ იყო დაგეგმილი.

“არსებობს რეგლამენტი, რომლითაც იმპერატიულად, დებატების გამართვის პროცედურა განისაზღვრება. რეგლამენტიის თანახმად, სიტყვით გამოდიან ფრაქციები, სხვა სუბიექტები, უმცირესობა, უმრავლესობა და სპიკერები, ამის შემდეგ აქვს პრეზიდენტს საკუთარი, დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლება. მას რეგლამენტის თანახმად აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ყველა კითხვას გაცსეს პასუხი. ამისთვის არის დადგენილი შესაბამისი პროცედურა და ამის გამო გამოდის მომხსენებელი პრეზიდენტი ბოლოს. ეს არის დადგენილი პროცედურა, რომელიც 90-იანი წლებიდან მოქმედებს. ეს არის რაციონალური პროცედურა და ეხება სხვა ტიპის დებატებს და დისკუსიებს. პირველად დადგა ეს დებატები კითხვის ნიშნის ქვეშ. ბატონ გიორგის და ქალბატონ ადას არ მოსწონს ჩვენი რეგლამენტი, შეგვიძლია ერთად ვიმსჯელოთ, თუ როგორ შეიძლება გადაიხედოს პარლამენტის რეგლამენტი, თუმცა რაც ბატონმა გიორგიმ გააკეთა, ეს არის კანონმდებლობის და ინსტიტუტის, პარლამენტის უპატივცემულობა. რაც ძალიან სამწუხაროა. მე მიჩნდება ეჭვი, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და განზრახული ნაბიჯი, რაც კიდევ უფრო მეტად სამწუხაროა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დებატების გამართვაზე გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის სხდომა დატოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოითხოვა დებატების სახე მიეცათ დისკუსიისთვის და გარკვეული კითხვებისთვის პასუხი გაეცა.

„მე არ მახსოვს, რომ პრეზიდენტს არ ჰქონოდა პასუხის გაცემის შესაძლებლობა. გააკეთეთ ისეთი ცვლილება, რომ მე შემეძლოს დებატებში შესვლა. მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ამ სხდომას, რომელიც არ მაძლევს შესაძლებლობას, შევიდე დისკუსიაში დეპუტატებთან, არ დავესწრები“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა