ჩუღურეთის რაიონში, ტოვსტონოგოვის ქუჩაზე გამწვანების აქცია გაიმართა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ გიორგი ტოვსტონოგოვის ქუჩის გამწვანებაში მონაწილეობა მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, აქციის ფარგლებში, ქუჩაზე ათი ძირი ცხენისწაბლას ნერგი რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა და გამგებელმა ერთობლივად დარგეს.

როგორც საკრებულოს პრესსამსახურში აცხადებენ, აღნიშნული ხეები ამ რაიონისთვის დამახასიათებელია და მის კლიმატურ პირობებს ყველაზე მეტად ესადაგება. დღესვე გამწვანების გარდა, აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და უახლოეს მომავალში ასფალტის საფარის მოწესრიგებაც იგეგმება.

“რაიონში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი მთავარი საზრუნავია. გამწვანების აქციები სწორედ ამ მიზნის მიღწევისკენ არის მიმართული. თითოეული ნაბიჯით ვასრულებთ დაპირებას, რომლის მიხედვით ჩუღურეთის რაიონი ყველასთვის მიმზიდველი გახდება. უახლოეს მომავალში აქ რეკრეაციული და მოსასვენებელი სივრცეები და გამწვანებული გარემო იქნება“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

საკრებულოს ინფორმაციით, აქცია საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და წლის ბოლომდე ჩუღურეთის რაიონში სულ 100-ზე მეტი ხე-მცენარე დაირგვება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა