„ერთგული“ ბარათის გათამაშებაში გამარჯვებული ელ კლასიკოზე გაემგზავრება

„ერთგულმა“ ბარათმა ელ კლასიკოს 2 ბილეთი გაათამაშა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, გათამაშება 1-ლი იანვრიდან დაიწყო, 23 აპრილს კი გამარჯვებული თამარ კალანდაძე გამოვლინდა.

„თიბისი ბანკის“ ინფორმაციით, პირობის თანახმად, მოიგო მან, ვინც „ერთგულის“ პარტნიორ სპორტულ მაღაზიებში ყველაზე მეტი ტრანზაქცია განახორციელა განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. გამარჯვებულმა მატჩის ბილეთებთან ერთად, სასტუმროსა და მგზავრობის ხარჯების დასაფარად 5000 ერთგული ქულა მიიღო.

გამარჯვებული თამარ კალანდაძე ესპანეთში მეუღლესთან ერთად გაემგზავრება.

„ძალიან გახარებული ვარ. ვიცოდი, რომ გათამაშება ტარდებოდა, თუმცა მოგება მაინც მოულოდნელი იყო“, - განაცხადა გამარჯვებულმა თამარ კალანდაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა