არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტის ანგარიში იყო გაჯერებული პესიმიზმით და მისი გამოსვლა უფრო მეტად უიმედობის მომტანი იყო საზოგადოებისთვის

დღეს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები, საზოგადოების დიდი ნაწილი არის გაბრაზებული იმაზე, რომ პრეზიდენტი ასე „წარმატებით უგულვებელყოფს“ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ინტერესებს, იმ მხარდაჭერას, რომელიც მან მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ეს არის სამართლიანი ბრაზი და რა თქმა უნდა, ეს მან უნდა მიიღოს“. „პირადად ჩემი შთაბეჭდილება არის ის, რომ მისი ანგარიში იყო გაჯერებული პესიმიზმით და მისი გამოსვლა უფრო მეტად უიმედობის მომტანი იყო საზოგადოებისთვის, ვიდრე იყო რაიმე პოზიტივის, რაიმე გამოსავლის ან უკეთესი მომავლის შესახებ საუბარი. პოლიტიკოსების, ნამდვილი ლიდერების ფუნქცია და როლი არის ის, რომ საზოგადოებას გადასცეს მეტი მუხტი, მეტი იმედი და რწმენა მომავლისთვის, რაც დღეს სამწუხაროდ, პირიქით მოხდა, - განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება