თამარ ჩუგოშვილი - კითხვებზე ასეთი მწვავე რეაქცია, ვფიქრობ, ქვეყნის პირველი პირისგან კარგი მაგალითი არ არის

კითხვებზე ასეთი მწვავე რეაქცია, ვფიქრობ, ქვეყნის პირველი პირისგან კარგი მაგალითი არ არის, – ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას, პირველმა ვიცე სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, ცუდია, რომ პრეზიდენტმა დატოვა საკანონმდებლო ორგანო, რადგან არსებობს ლეგიტიმური კითხვები, რომელზე პასუხიც პრეზიდენტს არ გაუცია.

„მიუხედავად იმის, რომ პრეზიდენტი მუდმივად მოგვიწოდებს წარვმართოთ დემოკრატიული პროცესი, იყოს მეტი დისკუსია და ა.შ. თვითონ ძალიან არ უყვარს კრიტიკული კითხვები, მას არ სიამოვნებს, როდესაც კითხვებს უსვამენ, არამც თუ აკრიტიკებენ. კითხვებზე ასეთი მწვავე რეაქცია, ვფიქრობ, ქვეყნის პირველი პირისგან კარგი მაგალითი არ არის არც პარლამენტის წევრებისთვის, არც პოლიტიკური სპექტრისთვის და არც მოსახლეობისთვის.

ყოველთვის, როდესაც კითხვები ჩნდება, გვესმის, რომ ეს არის შავი პიარი, პრეზიდენტს ებრძვიან და ა.შ., თუმცა კითხვები არსებობს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება