ირაკლი კობახიძე - ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო გამაერთიანებელი, ის გახდა რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი

გასული 5 წლის განმავლობაში ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი დასამახსოვრებელი მოხსენება გიორგი მარგველაშვილის მხრიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

პოლიტიკური დებატების ბოლოს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე წარიმართა, სიტყვით გამოსვლის უფლებით პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც ისარგებლა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაშიც გიორგი მარგველაშვილმა ხელიდან გაუშვა შანსი, დაემკვიდრებინა ახალი პოლიტიკური რეალობა ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში.

„ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო გამაერთიანებელი, ის გახდა რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და მისი მოხსენებებიც, მათ შორის, დღევანდელიც, იყო რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოხსენება, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. დღევანდელ მოხსენებას რაც შეეხება, მე მქონდა ზემოდან დაკვირვების უფლება და მხოლოდ ერთხელ გამოსტყუა „პატრიოტთა ალიანსს“ ტაში ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა თავისი მოხსენების დროს და რამდენჯერმე გამოსტყუა ტაში საკუთარ ადმინისტრაციას. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. მე ვისურვებდი, რომ მომავალში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი წარდგება საკუთარი მოხსენებით პარლამენტის წინაშე, მას უპასუხოს აპლოდსმენტებით ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი და ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ, ყველა ადამიანმა, რომელიც იქნება პარლამენტის სხდომათა დარბაზში. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ეს ვერ ვიხილეთ, რასაც ჰქონდა თავისი ობიექტური საფუძველი. მთავარი მიზეზი არის ის, რომ პრეზიდენტი დღეს პარლამენტში წარდგა არა როგორც ლიდერი, არა როგორც გამაერთიანებელი, არამედ, რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რაც ძალიან სამწუხარო იყო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ის უერთდება კოლეგების კრიტიკულ შეფასებებს და დასძინა, რომ იყო უამრავი ნიუანსი, რომელიც იმსახურებდა კრიტიკას დაწყებული შინაარსობრივი საკითხებით, დამთავრებული ტერმინოლოგიით, რასაც პრეზიდენტი მარგველაშვილი გამოსვლისას იყენებდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის