ირაკლი კობახიძე - ბიუროს სხდომაზე პროცედურის განხილვას ესწრებოდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, რომელსაც არც ერთი შენიშვნა არ გამოუთქვამს

ბიუროს სხდომაზე პროცედურის განხილვას ესწრებოდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, რომელსაც არც ერთი შენიშვნა არ გამოუთქვამს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტს აქვს რეგლამენტით გათვალისწინებული გაწერილი პროცედურა დებატებისა. „ეს პროცედურა განვიხილეთ ერთად ბიუროს სხდომაზე და ამ განხილვას ესწრებოდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ქალბატონი ანა ნაცვლიშვილი. მას არც ერთი შენიშვნა პროცედურასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს. შესაბამისად, ეს არის დამატებითი არგუმენტი, ჩვენ ბევრი არგუმენტი არ გვჭირდება, უბრალოდ, დამატებითი არგუმენტი, რომელიც ცხადყოფს, რომ პრეზიდენტს მხოლოდ და მხოლოდ საბაბი სჭირდებოდა სხდომათა დარბაზიდან გასვლისთვის. მას არ უყვარს დისკუსია, მას არ უყვარს დებატები, მას არ უყვარს საწინააღმდეგო აზრის მოსმენა, რაც მან არაერთხელ დაადასტურა და დღესაც ამის გამოვლინება კიდევ ერთხელ ვიხილეთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება