გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტეპრესნიუსს“ „ენერგო პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 555 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფლებში - ახალსოფელი, ჩაბანო, არტანი, ჭირჭელაურები და მიმდებარე სოფლებში.

10:30 საათიდან 18:00 საათამდე, ასევე შეზღუდვა შეეხება 744 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში - აგატი, ჭალის აგარაკები, ჟინვალი, ჭოპორტის აგარაკები და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე 3 აბონენტს ზაჰესში.

კომპანიაში განმარტავენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა