დაცულ ტერიტორიებზე ფაროსანას მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა

კოლხეთის ეროვნულ პარკში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა, რომლის მეშვეობითაც მავნებლის რაოდენობა და გავრცელების არეალი დგინდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

„დასავლეთ საქართველოში არსებულ დაცულ ტერიტორიებზე ამ დროისთვის, ჯამში 5 000 ფერომონია დამონტაჟებული. საქართველოს მასშტაბით, ტყისპირა პერიმეტრებზე „მოიზიდე და გაანადგურე" ტექნოლოგიის სადგურები განლაგდება.

ღონისძიებების კოორდინირებულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის, დასავლეთ საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, სადაც შექმნილია მონაცემების ელექტრონული ბაზა. მონიტორინგის შედეგები აისახება ინტერაქტიულ რუკაზე. ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, მუნიციპალიტეტების მიხედვით, შესაბამისი ღონისძიებები იგეგმება. სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა