რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო - აშშ-ს კომისიის (USCIRF) ანგარიშში საქართველო კვლავ რელიგიურად შემწყნარებელ ქვეყანათა შორისაა

რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ აშშ-ს კომისიამ (USCIRF) გამოსცა ყოველწლიური (2018 წლის) ანგარიში, რომელიც მონიტორინგს უწევს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უნივერსალურ უფლებას საზღვარგარეთ. საქართველოს რელიგიიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ფედერალური კომისიის ანგარიშში, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დამრღვევ ქვეყანათა სიაში, საქართველო არასდროს ყოფილა დასახელებული. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ეს მრავალეთნიკურ და მრავალრელიგიურ საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის მხრივ არსებულ ტოლერანტულ გარემოსა და დადებით ტენდენციებზე მიანიშნებს და ამ მხრივ საქართველო არა მარტო რეგიონში, გამორჩეული ქვეყანაა.

რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ აშშ-ს კომისია (USCIRF) იყენებს საერთაშორისო სტანდარტებს, რათა მეთვალყურეობა გაუწიოს რელიგიის თავისუფლების დარღვევებს მსოფლიო მასშტაბით და პოლიტიკურ რეკომენდაციებს აძლევს პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანსა და კონგრესს.

სააგენტოს ინფორმაციით, ანგარიშში, პირველი რიგის ქვეყნებში - განსაკუთრებულად შემაშფოთებელი ქვეყნები - დასახელებულნი არიან ის სახელმწიფოები, რომელთა მთავრობა თავად ეწევა ან მფარველობს რელიგიური თავისუფლების სისტემატიურ, მიმდინარე და შეუწყნარებელ დარღვევებს, მათ შორის არიან - ჩინეთი, ირანი, რუსეთი, საუდის არაბეთი ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი.

როგორც რელიგიის სააგენტოში აღნიშნავენ, მეორე რიგის ქვეყნებში ხელისუფლება აკმაყოფილებს მინიმუმ, ერთ ელემენტს მაინც „რელიგიური თავისუფლების სისტემატიურ, მიმდინარე და შეუწყნარებელ დარღვევების“ სტანდარტებიდან, მაგრამ სრულად არ აკმაყოფილებს „განსაკუთრებულად შემაშფოთებელი ქვეყნების“ სტანდარტებს. მათ შორის არიან -ავღანეთი, აზერბაიჯანი, ეგვიპტე, ინდოეთი, თურქეთი, ყაზახეთი. მესამე რიგს წარმოადგენენ რადიკალური ტერორისტული ორგანიზაციები (თალიბანი ავღანეთში, ისლამური სახელმწიფო ერაყსა და სირიაში, ალ-შაბააბი სომალში).

რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ აშშ-ს კომისია (USCIRF) მონიტორინგს 1999 წლიდან აწარმოებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი