საქართველოს ელჩმა პანამის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პანამის რესპუბლიკაში ზურაბ ერისთავმა ქვეყნის პრეზიდენტ, ხუან კარლოს ვარელა როდრიგესს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა შეხვედრა საქართველოს ელჩსა და პანამის პრეზიდენტს შორის, რომლის დროსაც მიმოხილულ იქნა საქართველოსა და პანამის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები. პანამის პრეზიდენტმა წარმატება უსურვა საქართველოს ელჩს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.

სიგელების გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდა პანამის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ისაბელ სანტ მალო დე ალვარადო და საქართველოს საპატიო კონსული პანამის რესპუბლიკაში, ერასმო პინილია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა