რომან გოცირიძე - გუშინდელი დღე ფაქტობრივად, პრეზიდენტის ხუთწლიანი ურჩობისთვის დასჯის დღე იყო

გუშინ ისეთი სპექტაკლები იყო დადგმული, რომ პრეზიდენტს შეიძლება, მაინც დასჭირებოდა გაქცევა, რადგან დაიწყეს მასზე შეტევა პირდაპირი ბრალდებებით, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ საქართველოს პრეზდენტის გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი საპარლამენტო განხილვა პიროვნული შურისძიების ხასიათსაც ატარებდა.

„ნახსენები იყო აშკარა მინიშნებები კორუფციის შესახებ. ის, რომ იგი ფუფუნებით ცხოვრობს უცხოეთში. მინდა ვთქვა, რომ როდესაც პრეზიდენტი საერთაშორისო ვიზიტებში მიდის, ის სამვარსკვლავიან სასტუმროში არ უნდა ჩერდებოდეს და ეს ბრალდებაც არის თითიდან გამოწოვილი. რაც კი მას დახარჯული აქვს ალბათ, სასტუმროში, იმაზე გაცილებით მეტი მიიღო შარშან ერთ-ერთმა ძალოვანმა მინისტრმა პრემიის სახით. ასე რომ, ეს იყო სერიოზულად მომზადებული თავდასხმა, რათა მწყობრიდან გამოეყვანათ. მათ ეს ნაწილობრივ შეძლეს, თუმცა, რა თქმა უნდა, რეგლამენტი არ ითვალისწინებდა იმას, რასაც პრეზიდენტი ითხოვდა. რეგლამენტის შეცვლა პარლამენტის მიერ ყოველთვის შეიძლება და სამწუხაროა, რომ პარლამენტმა კენჭისყრით უარი უთხრა პრეზიდენტს, რათა მისი აზრები მოგვესმინა. მთლიანობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ გუშინდელი დღე იყო ფაქტობრივად, პრეზიდენტის ხუთწლიანი ურჩობისათვის დასჯის დღე. ეს იყო დღე, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობდა, რაც შეეძლო მეტად ეამებინა, ესიამოვნებინა ივანიშვილისთვის და გუშინდელი საპარლამენტო განხილვა პიროვნული შურისძიების ხასიათსაც ატარებდა. არ არის გამორიცხული, ბრალდებები რომელიც გაისმოდა, სამომავლოდ ამა თუ იმ ფორმით პრეზიდენტის პირდაპირ დევნაში გადაიზარდოს. შეიძლება ეს არის შანტაჟი მისი პოლიტიკიდან ჩამოცილების მიზნით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა