უმრავლესობა პრეზიდენტს სატელევიზიო დებატებს სთავაზობს

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს სატელევიზიო დებატებს სთავაზობს. „ჩვენ მზად ვართ და ვთავაზობთ პრეზიდენტს, უმრავლესობასთან სატელევიზიო დებატებს, სადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში მზად ვართ, რომ უკვე მთელი საზოგადოების თვალწინ მას დავუსვათ ის კითხვები, ის მოსაზრებები ვუთხრათ, რომლის თქმასაც ვაპირებდით გუშინ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში საკუთარი ანგარიშის განხილვის პროცესი დატოვა და თავი აარიდა იმ შეკითხვებს, რომლებიც შესაძლოა, მის ანგარიშთან დაკავშირებით დასმულიყო. უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, პრეზიდენტის მოხსენება იყო მოკლე და დეპუტატებმა როგორც თავად პრეზიდენტის საქმიანობის, ასევე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ვერ მიიღეს.

„პრეზიდენტმა პირდაპირ მიუთითა პარლამენტს, რომ დაგვერღვია კანონმდებლობა და დაგვერღვია პარლამენტის რეგლამენტი, რომელიც პარლამენტის მარეგულირებელი კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, იმ მოტივით, რომ მას არ ეძლეოდა საშუალება შეკითხვებზე პასუხის გაცემის. თუმცა, პრეზიდენტის წარმომადგენელი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ესწრებოდა პარლამენტის ბიუროს სხდომას, სადაც დეტალურად იყო განხილული პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენის მთელი პროცედურა და გეგმა. ეს შეხვედრა გადაიცემოდა ასევე, საჯაროდ. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, ეჭვქვეშ აყენებს მის პოზიციას, რომ თითქოს მან სხდომა დატოვა იმის გამო, რომ მისთვის მიუღებელი იყო დებატების პროცედურა, რომელიც რეგლამენტით არის დარეგულირებული. შესაბამისად, თუ საქართველოს პრეზიდენტს ნამდვილად სურს, რომ ჩვენს შეკითხვებს გასცეს პასუხი და კითხვა-პასუხის რეჟიმში მოგვაწოდოს ის ინფორმაცია, რაზეც გუშინ მიგვითითებდა და რაზეც გუშინ გვითხრა, რომ რეგლამენტის დარღვევით შეგვეცვალა განხილვის პროცესი, ჩვენ მზად ვართ და ვთავაზობთ მას, უმრავლესობასთან სატელევიზიო დებატებს, სადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში მზად ვართ, რომ უკვე მთელი საზოგადოების თვალწინ მას დავუსვათ ის კითხვები, ის მოსაზრებები ვუთხრათ, რომლის თქმასაც ვაპირებდით გუშინ. ვფიქრობთ, რომ მას მიეცემა შესაძლებლობა, რომ სწორედ იმ ფორმატში გასცეს პასუხი იმ კითხვებს, რომლებზეც გუშინ პარლამენტში ისაუბრა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი