საქართველოს ელჩი ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, დავით სოლომონია საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ფერნანდო სიმას მაგალიაეშს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის სექტორულ თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატებში და პოზიტიურად შეაფასეს მზარდი სავაჭრო ბრუნვის ტენდენცია, ბიზნეს წრეების ურთიერთდაინტერესება და ხალხთა შორის ურთიერთობების გამყარება, რასაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.

საუბრის დასასრულს მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვეს ხაზი და კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ბოლო 25 წლის მანძილზე, საქართველოსა და ბრაზილიას შორის ჩამოყალიბდა წარმატებული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია საერთო დემოკრატიულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე. ასევე, გამოთქვეს იმედი, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსა და ბრაზილიას შორის კვლავაც გაგრძელდება ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ბრაზილიის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა, შეხვედრამდე დიპლომატიური არხების მეშვეობით, 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისალოცი წერილები გაცვალეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა