2018 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებთან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაზრდილია

2018 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებთან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაზრდილია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 37.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი, რაც 22.1%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2018 წლის პირველი კვარტლის მთლიან აგროსასურსათო ექსპორტში ევროკავშირის წილი შეადგენს 19.4%-ს.

მათივე ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ძირითადად ექსპორტირებულია: სპირტიანი სასმელები, თხილი, ყურძნის ნატურალური ღვინოები, მინერალური და მტკნარი წყლები, გადამუშავებული თხილი და სხვა.

„2018 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციიდან სპირტიანი სასმელების ექსპორტი გაიზარდა 6.3 მლნ აშშ დოლარით (112%), რაც ექსპორტის ზრდის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორია. ღვინის ექსპორტი გაიზარდა 1.9 მლნ აშშ დოლარით (62%); მინერალური წყლების ექსპორტი გაიზარდა 0.7 მლნ აშშ დოლარით (21%), ხოლო გადამუშავებული თხილის ექსპორტი გაიზარდა 0.6 მლნ აშშ დოლარით (37%)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, 2018 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ძირითადად გაიზარდა ევროკავშირის წევრ შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთში (2.7-ჯერ და 6.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), ლიტვაში (19%-ით და 5.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), ესპანეთში (3.5-ჯერ და 3.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა) და ნიდერლანდებში (33%-ით და 3.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა).

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა