გიორგი მარგველაშვილი - მე არ შემიწყალებია მაკას ძმა ისეთი დანაშაულისთვის, რისთვისაც სხვა ანალოგიური ბრალის მქონე მსჯავრდებული არ შემიწყალებია

მე არ შემიწყალებია მაკას ძმა ისეთი დანაშაულისთვის, რისთვისაც სხვა ანალოგიური ბრალის მქონე მსჯავრდებული არ შემიწყალებია, - ასე უპასუხა ნათესავების შეწყალებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ბრალდებებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მისი თქმით, ის, რომ თურმე შეუწყალებია პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ბიძაშვილის ყოფილი ქმარი, არც იცოდა.

„ერთი ადამიანი შევიწყალე, ეს იყო მაკას ძმა. ანალოგიური ბრალდებით არაერთი ადამიანი მყავს შეწყალებული, სწორედ იმიტომ, რომ უზარმაზარი სახდელები აქვთ. იყო ფაქტორი, რომ მაკას ძმა არის? რა თქმა უნდა ვიცნობდი ადამიანს. როდესაც მე ვიღაც რეკომენდაციას მეუბნება, რომ კარგი ადამიანია ეს პატიმარი, რა გგონიათ, რომ ეს კომისიაზე არ ახდენს გავლენას, ან ადვოკატის პოზიცია არ ახდენს გავლენას?! მე არ შემიწყალებია მაკას ძმა ისეთი დანაშაულისთვის, რისთვისაც სხვა ანალოგიური ბრალის მქონე მსჯავრდებული არ შემიწყალებია. ეს არ იყო გამონაკლისი. ახლა გადავიდეთ, რომ თურმე შემიწყალებია მაკას ბიძაშვილის ყოფილი ქმარი, არც ვიცოდი ეს. ეგ კი არა, კომისიამაც არ იცოდა, რომ ვიღაც ნათესავია. შენ წარმოგიდგენია, რომ 3500 შეწყალებულში ერთი ნაცნობი არ იყოს? პრეზიდენტის ცოლის ძმა ახლა ციხეშია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში. 

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა