ფოთის თეატრში გურია-სამეგრელოს რეგიონის ოთხი თეატრის კოლექტივის შეხვედრა გაიმართა

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში გურია-სამეგრელოს რეგიონის ოთხი თეატრის კოლექტივის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი გეგეჭკორი ესწრებოდა. დაფუძნდა თეატრალური საზოგადოების გურია-სამეგრელოს განყოფილება. განყოფილების თავმჯდომარედ ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასო ჩიგოგიძე აირჩიეს.

საზოგადოებას ფოთში, სენაკში, ზუგდიდსა და ოზურგეთში წარმომადგენლობა ეყოლება. შეხვედრაზე ძირითადად ფოთის თეატრში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს და პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელეს. რეგიონული თეატრების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ერთად ბევრი სასიკეთო საქმის კეთებას შეძლებენ.

,,თეატრალური საზოგადოების პრიორიტეტი გახლავთ რეგიონული თეატრები და მათ შორის დასავლეთ საქართველო, რომელიც დახუნძლულია თეატრებით. დასავლეთ საქართველოში არსებული თეატრების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ახალაშენებულ თეატრებში უნდა ფუნქციონირებდეს გამართული და რეპერტუარით დატვირთული თეატრები. არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, რათა რეგიონის თეატრებს ჰქონდეთ სპექტაკლების თამაშის საშუალება. ჩვენ დავაფუძნეთ საზოგადოებაში რეგიონული თეატრების გაძლიერების ფონდი და იმედი გვაქვს მოვიზიდავთ სათანადო სახსრებს. ახლად აშენებული ფოთის თეატრი, სამწუხაროდ, ისევ სარემონტოა. დარწმუნებული ვარ, ადგილობრივი ხელისუფლება და კულტურის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რათა დროულად მოახდინოს შენობის რეაბილიტაცია. ფოთის თეატრი ერთ-ერთი ფლაგმანი თეატრია არა მარტო დასავლეთ საქართველოში, არამედ სრულიად საქართველოში“, - აღნიშნა გიორგი გეგეჭკორმა.

რეგიონული თეატრების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ თეატრებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რათა დასმა საკუთარ სცენაზე სპექტაკლების წარმოდგენა შეძლოს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია