შშმ პირის მშობელი გოგიტა მურცხვალაძე აცხადებს, რომ კომპანია "მაგთიმ" რამდენიმე წლის წინ მისი შვილის სამკურნალო თანხა დაბლოკა და ფულის დაბრუნებას მოითხოვს. მან საპროტესტო აქცია პარლამენტის მოპირდაპირედ მდებარე სახვითი ხელოვნების მუზეუმის წინ გამართა.
როგორც გოგიტა მურცხვალაძე აცხადებს, ის ითხოვს მანანა შევარდნაძესთან და გია ჯოხთაბერიძესთან ან მათი ნდობით აღჭურვილ პირთან ჟურნალისტების თანდასწრებით შეხვედრას. გოგიტა მურცხვალაძე განსაკუთრებულ ყურადღებას გია ჯოხთაბერიძეზე ამახვილებს და აცხადებს, რომ კომპანია "მაგთიმ" მისი შვილის ნომერზე დარიცხული 1100 ლარი დაბლოკა. როგორც ის აღნიშნავს, ახლა დასაბრუნებელი თანხა მილიონამდეა გაზრდილი.
"ჩემს შვილზე მქონდა სპეციალური ლარიანი ზარები გახსნილი და 1100 ლარი მოპარა "მაგთიმ" შემოსული ზარებიდან. დღემდე გაურკვევლობაში ვარ რატომ და რისთვის", - განაცხადა გოგიტა მურცხვალაძემ. მისივე თქმით, წლების წინ გაავრცელეს ჭორი, რომ კომპანია "მაგთიმ" ხუთნიშნა ციფრიანი თანხა დახარჯა მისი შვილის სამკურნალოდ, რაც მურცხვალაძის თქმით, სრული სიცრუეა.