სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჯარო აუდიტის ინსტიტუტი ღია კარის დღეს აცხადებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საჯარო აუდიტის ინსტიტუტი „საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამასთან” დაკავშირებით ღია კარის დღეს აცხადებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საინფორმაციო შეხვედრა 14 მაისს, 14:00 საათზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენობაში გაიმართება (წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი #96).

პროექტი შესაბამისი განათლების მქონე ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის დაიგეგმა. პროგრამის საპრეზენტაციო შეხვედრები საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა უკვე გამართა რამდენიმე უნივერსიტეტში, რომლებთანაც საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა შესაბამისი მემორანდუმები გააფორმა.

პროგრამა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო პროგრამაში, გაიარონ სერტიფიცირება და სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის სასწავლო კურსი ხორციელდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანალიტიკოსებისა და მოწვეული ექსპერტების ჩართულობით. პროგრამის დასრულებისას, შემაჯამებელი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ გაიცემა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი ხუთწლიანი სერტიფიკატი.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ