ფოთში 6 წლის ბავშვმა ტკბილეულის ნაცვლად ქიმიური ნივთიერება „კროტი“ შეჭამა

ფოთში 6 წლის ბავშვმა ტკბილეულის ნაცვლად მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება ,,კროტი“ შეჭამა. არსებული ინფორმაციით, ბებიამ შვილიშვილისთვის მაღაზიაში ტკბილეული შეიძინა, სავარაუდოდ, შეფუთვა შეეშალათ და „კროტი“ მისცეს.

ბავშვი თავდაპირველად ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა ოჯახის გადაწყვეტილებით, პაციენტი მ. იაშვილის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს.

იაშვილის კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, იგი ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაბამისი კვლევები უტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს , ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით. მათივე ინფორმაციით, მაღაზიის გამყიდველი უკვე დაიკითხა და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე