მდინარე „მეჯუდაზე“ გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა

გორში, მდინარე „მეჯუდას“ კალაპოტისა და ნაპირების გაწმენდა მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული შპს „გალაქტიკა“ ახორციელებს. პროექტის მიხედვით, მდინარის 2 კმ-იან მონაკვეთზე კალაპოტის დაღრმავება და გაგანიერება ხორციელდება.

„პროექტის მიმდინარეობა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურაბ ჯალაღანიამ ადგილზე დაათვალიერეს. მდინარის კალაპოტში ჩახერგილი ხეები და საყოფაცხოვრებო ნარჩენები წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა. პრობლემას წარმოადგენდა ასევე კალაპოტის სიღრმე და ე.წ. კუნძულები, რის გამოც მდინარე კალაპოტიდან გადმოდიოდა და მიმდებარე სახლების სარდაფებს ტბორავდა, იტბორებოდა გზის სავალი ნაწილიც.

მდინარე მეჯუდაზე სამუშაოები აპრილის ბოლოს დაიწყო და ივნისში დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია