ერთ-ერთი ბავშვის ბებია, რომლის შვილიშვილმაც ქიმიური ნივთიერება ,,კროტი“ შეჭამა, მომხდარის დეტალებზე საუბრობს

ერთ-ერთი ბავშვის ბებია ლიზა ბუკია, რომლის შვილიშვილმაც ფოთში, მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება ,,კროტი“ შეჭამა, „ინტერპრესნიუსთან“ შემთხვევის დეტალებზე საუბრობს.

ლიზა ბუკიას თქმით, 9 წლის ბავშვმა თავად აიღო მაღაზიიდან ქიმიური ნივთიერება.

„ბავშვი შევიდა მაღაზიაში და უნდოდა შუშხუნა ეყიდა. როდესაც დაინახა რაღაც უცხო, თავად აიღო მან ეს „კროტი“. გასინჯა გემო. შემდეგ მოირბინა სახლში და ჩვენ გვითხრა. ამის შემდეგ მივმართეთ ექიმს. ჩვენ 9 წლის ბიჭი გვყავს და მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება 5 წლის ბავშვს, როგორც ვიცით, ის შედარებით მძიმედაა. შემთხვევა ერთსა და იმავე მაღაზიაში მოხდა“, -განაცხადა მოწამლული ბავშვის ბებიამ ლიზა ბუკიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ამასთან, როგორც მაღაზიის გამყიდველმა განაცხადა, „კროტი“ მაღაზიიდან ამოიღეს.

იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება ,,კროტით“ მოწამვლის შედეგად იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მოთავსებული ორი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს, 5 და 9 წლის ბავშვებს მკურნალობა ტოქსიკოლოგიურ დეპარტამენტში უტარდებათ. მათ შესაბამისი კვლევები უკვე ჩაუტარდათ. პატარებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსი აქვთ დამწვარი.

მათივე ინფორმაციით, 5 წლის გოგონა საავადმყოფოში 9 მაისს, გვიან ღამით შეიყვანეს, 9 წლის ბიჭი კი 10 მაისს, დღისით.

როგორც ცნობილია, ბავშვებმა ტკბილეულის ნაცვლად მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება ,,კროტი“ შეჭამეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა