ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ ნაწილობრივ უკვე მოვახერხეთ რუსეთთან ურთიერთობების დეესკალაცია და ვიმედოვნებ, რომ შესაძლებელი გახდება ურთიერთმოსმენის რეჟიმზე გადასვლა

ჩვენ ნაწილობრივ უკვე მოვახერხეთ რუსეთთან ურთიერთობების დეესკალაცია და ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შესაძლებელი გახდება ურთიერთმოსმენისა და დიალოგის რეჟიმზე გადასვლა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ისე დაახლოებული არასოდეს ყოფილა ევროპასთან და ნატოსთან, როგორც ამჟამად.

„არასოდეს საქართველოს ისე დაახლოებული არ ყოფილა ევროპასთან და ნატოსთან, როგორც ამჟამად. ჩვენ ერთიანი ევროპული ოჯახის ასოცირებული წევრები ვართ და ეს ფაქტი უკვე იურიდიულადაც დადასტურებულია. ამოქმედებულია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის და უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რომლითაც უამრავმა ადამიანმა ისარგებლა.

საგრძნობლად განმტკიცდა და გაღრმავდა ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ჩვენ ნაწილობრივ უკვე მოვახერხეთ რუსეთთან ურთიერთობების დეესკალაცია და ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შესაძლებელი გახდება ურთიერთმოსმენისა და დიალოგის რეჟიმზე გადასვლა, რაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანების ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწევის პერსპექტივებს შექმნის“, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“’ თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ, მიუხედავად მსოფლიოში არსებული არაერთი გამოწვევისა, შეძლო საქართველოს მოქალაქეებისთვის უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა.

„უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ცვალებად, არაპროგნოზირებად, ტერორიზმსა და გლობალურ სამხედრო კონფლიქტის საშიშროების წინაშე მდგარი მსოფლიოს პირობებში, როდესაც არნახულად მაღალია გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტერესების დაპირისპირების ხარისხი, ჩვენ შევძელით საქართველოს მოქალაქეებისთვის, უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა. ჩვენ შევძელით სტაბილურობის შენარჩუნება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს