ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ არჩევანი დემოკრატიის სასარგებლოდ გავაკეთეთ და გადაჭრით ვთქვით, რომ ეკონომიკა უნდა დავაწიოთ დემოკრატიას

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას პოლიტიკაში დაბრუნება სამმა ძირითადმა მიზეზმა გადააწყვეტინა. ამის შესახებ ივანიშვილმა პარტიის მე-5 ყრილობაზე განაცხადა.

„ჩვენ ვდგავართ ძალზედ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, რომელსაც პირობითად სამი მიზეზი განსაზღვრავს და უქმნის ნოყიერ ნიადაგს. პირველი მიზეზია - ობიექტურად არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ამ ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო მძაფრ ხელოვნურად დაზიანებულ ფერებში წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობები. მეორე- ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი და მესამე- ხელისუფლების შიგნით არსებული, მართალია სუსტი, მაგრამ მაინც სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები.

უფრო დეტალურად შევჩერდეთ თითოეულ მათგანზე. ზედმიწევნით კარგად ვიცი, რა სირთულის წინაშეა დღეს რიგითი მოქალაქე. ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ვერ დავაღწიეთ თავი იმ ეკონომიკურ სიდუხჭირეს, რომელშიც ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე განვითარებული, მათ შორის სისხლიანი კატაკლიზმების შედეგად აღმოვჩნდით. ჯერ კიდევ არ გვქონდა სამოქალაქო ომის იარები მოშუშებული, როდესაც ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში ჩავებით, რასაც შედეგად რუსული ოკუპაცია და მასობრივი დევნილების ორი ტალღა მოჰყვა. სწორედაც, რომ თანამდროვე სახელმწიფო მართვის ტრადიციის არქონის კვალდაკვალ დაწყებულმა ქაოსმა სოციალურ-ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია ქვეყანაში და სიღარიბე მასობრივ მოვლენად აქცია. დღემდე მწვავეა უმუშევრობის, ხოლო დასაქმებულთათვის არასაკმარისი ხელფასის და აგრეთვე, პენსიების პრობლემა. სამწუხაროდ, ძვირდება ცხოვრება.

ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ დღევანდელ საქართველოს პოლიტიკურ პრობლემებს მნიშვნელოვანწილად ქმნის ის, რომ ერთი მხრივ, გვაქვს თითქმის ევროპული ხარისხის დემოკრატია, რასაც მეორე მხრივ, ჩამორჩება ეკონომიკური განვითარების დონე. დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის ასეთი დისპროპორცია იმდენად უნიკალური მოვლენაა, ძნელად თუ მოიძებნება სხვა ქვეყანა, სადაც ანალოგიური მდგომარეობაა. ამ დისპროპორციის აღმოფხვრა თანამედროვე საქართველოს უმთავრესი გამოწვევაა და ამ გზაზე როგორ რთულ ამოცანადაც არ უნდა ჩანდეს, ჩვენ არჩევანი დემოკრატიის სასარგებლოდ გავაკეთეთ და გადაჭრით ვთქვით, ეკონომიკა უნდა დავაწიოთ დემოკრატიას და არა პირიქით“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს