ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებაში“ განვითარებულ მოვლენებზე - დაპირისპირებას ამას ვერ დავარქმევთ - იყო პატარა გაუგებრობა

დაპირისპირებას ამას ვერ დავარქმევთ - იყო პატარა გაუგებრობა, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარის დროს, „ქართულ ოცნებაში“ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

"თუ მიაქციეთ ყურადღება, პოლიტსაბჭოს წევრებთან ჩემი პირველი შეხვედრის შემდეგ ეს ხმაური დასრულდა. დაპირისპირებას ამას ვერ დავარქმევთ - იყო პატარა გაუგებრობა, რომელიც დღეს მოხსენებაშიც აღვნიშნე. არაფერი სერიოზული არ იყო და გამოჩენისთანავე პრინციპში დასრულდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ის ყურადღებით აკვირდება გუნდის მუშაობას.

ჟურნალისტებთან სხვა საკითხებზე კომენტარი ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს