ბიძინა ივანიშვილი - თითქმის ვერ ნახავთ პოლიტიკოსს და ექსპერტს, ვინც აუხსნიდა ადამიანებს, რომ ბუნებაში ვერ იარსებებს ხელისუფლება, რომელიც ეკონომიკას წელიწადში 600-ჯერ გაზრდის

ევროპას ასწლეულების განმავლობაში მრავალი პოლიტიკური და ეკონომიკური კატაკლიზმის გადატანა დასჭირდა ვიდრე ცხოვრების დღევანდელ დონეს მიაღწევდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამავე კონტექსტში ბიძინა ივანიშვილის თქმით, არაფერია უცნაური და გაუგებარი იმაში, რომ ხალხს უკეთესად ცხოვრება სურს, თუმცა უცნაურია ის, რომ საქართველოში თითქმის ვერ ვიპოვით პოლიტიკოსს და ექსპერტს, ვინც ხალხს ამ ყველაფერს აუხსნის.

„ჩვენ ვცხოვრობთ გლობალური ინფორმაციის ეპოქაში, სადაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ სრული საინფორმაციო თავისუფლებით და ხელმისაწვდომობით. ისინი ამავე დროს უვიზოდ მოგზაუროებენ ევროპის და მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში და თვალნათლივ ხედავენ იქაური და აქაური ცხოვრების დონეს შორის არსებულ უზარმაზარ ეკონომიკურ და სოციალურ კონტრასტს. განვითარებული ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი ხშირად ერთ სულ მოსახლეზე 5-ჯერ და 10-ჯერ აღემატება ჩვენსას. ასეთ დროს ცხადია ბუნებრივად ჩნდება სურვილი, რომ საქართველოში ცხოვრების დონე ევროპულს გაუტოლდეს და ეს დაუყოვნებლივ ან მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს.

არაფერია უცნაური და გაუგებარი იმაში, რომ ხალხს უკეთესად ცხოვრება სურს. უცნაური და გაუგებარი ის არის, რომ საქართველოში თითქმის ვერ ნახავთ პოლიტიკოსს და ექსპერტს, ვინც სიმართლეს ეტყოდა და გასაგებად აუხსნიდა ადამიანებს, რომ ევროპას ასწლეულების განმავლობაში მრავალი პოლიტიკური და ეკონომიკური კატაკლიზმის გადატანა დასჭირდა, ვიდრე ცხოვრების დღევანდელ დონეს მიაღწევდა, რომ ბუნებაში ვერ იარსებებს ხელისუფლება, რომელიც შეძლებს ეკონომიკა წელიწადში 5 ან 6 კი არა არამედ 600 ჯერ გაიზარდოს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა სრულად

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო