გიგა ბოკერია - ივანიშვილისგან სიახლე არ გაგვიგია, გარდა იმისა, რომ ფარაონი გამოჩნდა

ივანიშვილისგან სიახლე არ გაგვიგია, გარდა იმისა, რომ ფარაონი გამოჩნდა, - ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიაბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას და მის მიერ პარტიის ყრილობაზე გაკეთებულ განცხადებას.

“სიახლე არაფერი არაა, გარდა იმისა, რომ ფარაონი გამოჩნდა. კვლავ წარსულის და ოპონენტების ლანძღვა, საკუთარი თავის ქება, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე უტიფარი განცხადება. მას არ აქვს მომავლის და ქვეყნის წინსვლის არანაირი ხედვა, არ იცის როგორ უნდა გამოვიდეთ ამ ჩიხიდან, რომელშიც მის გამო მოვხვდით. “ევროპული საქართველო“ არაფერს სასიკეთოს ამ ცვლილებებიდან არ ელის. ჩვენი ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ამ კაცის და მისი გუნდის წასვლა ხელისუფლებიდან, მშვიდობიანად და არჩევნების გზით“, - აცხადებს ბოკერია.

მისივე შეფასებით, “ივანიშვილს აქვს ილუზია, რომ კომუნისტური მოდელის შემოტანით, როცა პარტიის უფროსი არის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელი და ყველა ინსტიტუტზე მაღლა მდგომი, უშველის არაფორმალურ მმართველობას, რაზეც ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი მიუთითებს“.

“ჩვენი ქვეყნისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რა ხდება ივანიშვილის თავში. არსებითი მნიშვნელობა აქვს როდის დავამთავრებთ ამ პოლიტიკურ უბედურებას არჩევნების გზით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს