ზაალ უდუმაშვილი - ივანიშვილს გეგმები აქვს, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს, თუმცა საქართველოს მოსახლეობას სულ სხვა გეგმები აქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, ივანიშვილმა დღეს ღიად დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებაში“ და ხელისუფლებაში ღრმა კრიზისია.

როგორც უდუმაშვილმა „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა, ყოფილ პრემიერს არ უსაუბრია დღეს იმ მთავარ საკითხზე, რომელიც მის ისევ პარტიაში დაბრუნებას ეხება.

„ივანიშვილმა დღეს ღიად დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებაში“ და ხელისუფლებაში კრიზისი იმაზე უფრო ღრმა და მძიმეა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს და ვერანაირი ფერადი ქაღალდებით შეფუთვა ამ კრიზისის, ვერც პარტიას და ვერც ხელისუფლებას ვერ უშველის. თუმცა, ივანიშვილს არ უსაუბრია დღეს მთავარზე - რეალურად რატომ დაბრუნდა ისევ პარტიაში. მას სურს, პოლიტიკური იმუნიტეტის მიღება, რათა ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს. ივანიშვილს გეგმები აქვს, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს, თუმცა საქართველოს მოსახლეობას სულ სხვა გეგმები აქვს და ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხი და საქართველოს მოსახლეობა პასუხს უახლოეს თვეებში გასცემს“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს