ნინო ბურჯანაძე - რას უპასუხებს ივანიშვილი 800 ათას მოტყუებულ პენსიონერს?!

პირდაპირ გულისამაჩუყებელი იყო ივანიშვილის წუხილი იმის თაობაზე, რომ თურმე ოპოზიცია სუსტია - რა ხდება ბატონო ბიძინა, ჩვენს გასაძლიერებლად ბრუნდებით?!, - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას. ნინო ბურჯანაძის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი მიწასთან გაესწორებინა, მას ეს ნაწილობრივ გამოუვიდა, მაგრამ შემიძლია ბატონ ივანიშვილს ვუთხრა, რომ პოლიტიკური სპექტრის ბოლომდე გაქრობა მაინც არ გამოუვა. ბატონმა ბიძინამ გვითხრა, რომ თურმე რუსეთთან ურთიერთობები მეტნაკლებად დარეგულირებულა, ოღონდ ეს არ ეტყობა არც ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრებს, არც იმ ადამიანებს, რომლებსაც ხან იტაცებენ და ხან ხოცავენ“, - აცხადებს ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძე ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის იმ ნაწილსაც შეეხო, სადაც საუბარი იყო ინვესტიციებზე და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. „6 წლის შემდეგ ჩატარებულ ყრილობაზე არც ერთი რეალურად გადაწყვეტილი საქმე არ არის ნახსნები. ივანიშვილმა ისაუბრა ინვესტიციებზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ოღონდ ეს რატომღაც ჩვენს მოსახლეობაზე არ არის ასახული. ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს ცხოვრობს სიღარიბეში და მათი მაცივარი არის ცარიელი.

ბატონი ბიძინა, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა არ გვეუბნებოდა, რომ პირველი წელი იქნებოდა კარგი, მეორე უკეთესი, მესამე გდასარევი და მეოთხე მთლად ჭკუიდან გადასასვლელი?! ასევე ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ 2013 წელს პენსია იქნებოდა 240 ლარი, რამდენადაც ვიცით პენსია 180 ლარია. რას უპასუხებს ივანიშვილი, 800 ათას მოტყუებულ პენსიონერს?! მე მხოლოდ გამიხარდება, თუ გავიგებ, რომ ჩვენი მოსახლეობა ბედნიერია და არაფერი უჭირს, მაგრამ ივანიშვილისგან განსხვავებით მე დავდივარ საზოგადოებაში, ქუჩაში ვხვდები ხალხს და კარგად ვიცი, თუ როგორი ელემენტარულად საარსებო პრობლემების წინაშე დგას მოსახლეობა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს