თბილისში დღეს, ავტობუსების 30 მარშრუტის მუშაობის საათები გახანგრძლივდება

აქციის - „ღამე მუზეუმში“ მხარდასაჭერად, ავტობუსების 30 მარშრუტის მუშაობის საათები 19 მაისის საღამოდან 20 მაისის ღამის 01:30 საათამდე გახანგრძლივდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეცვლილი გრაფიკით იმოძრავებენ: N1, N2, N6, N7, N11, N14, N15, N20, N25, N27, N31, N33, N34, N36, N39, N44, N47, N49, N55, N56, N61, N62, N66, N73, N78, N86, N88, N90, N92 და N95 ავტობუსები.

გარდა ამისა, თბილისის მერია მუზეუმების მიმართულებით 20 მაისის 01:30 საათამდე 2 დროებით მარშრუტს დანიშნავს, რომლითაც მგზავრები უფასოდ ისარგებლებენ. 19 მაისის 18:00 საათიდან ერთ მარშრუტზე ავტობუსი იმოძრავებს ჩოლოყაშვილის გამზირიდან (კუს ტბის ასახვევი) ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმართულებით. ხოლო 21:30 საათიდან, მეორე მარშრუტზე, „დინამო არენადან“ გორგასლის ქუჩამდე წრიული მარშრუტი ამოქმედდება. ავტობუსი გაივლის აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირებს, გმირთა მოედნის გავლით მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირებს დაუკავშირდება, პუშკინის ქუჩიდან გორგასლის ქუჩაზე გაუხვევს და კრწანისის მოედანზე უკუმიმართულებით მობრუნდება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია