დიმიტრი ცქიტიშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უფროს ტექნიკურ მრჩეველსა და ბრიტანელ ექსპერტს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) უფროს ტექნიკურ მრჩეველს ჟოლტ დუდას და ბრიტანელ ექსპერტს სტეფენ ვილიამს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის იმპლემენტაციაზე ასევე, შრომის ინსპექტორებისა და შრომის ინსპექციის გაძლიერების პოლიტიკისა და კულტურის ჩამოყალიბებაზე ისაუბრეს, რომელიც როგორც დამსაქმებლების ისე, დასაქმებულების ინტერესებს მოემსახურება.

„შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების დარგში ექსპერტები გვეხმარებიან იმაში, რომ ჩვენი საკანონმდებლო ბაზა დაუახლოვდეს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომლის ვალდებულებაც ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული. ჩვენ განვიხილეთ მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, შესაძლებლობები და ის საკითხები, რაზეც საქართველოს ხელისუფლება დღეს მუშაობს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა