დოდო გუგეშაშვილი - მეგობარმა მომწერა, რომ ჩემს მიერ საქართველოს საზღვრის ყოველი გადაკვეთა უკრაინიდან კონტროლდება

როგორც ჩანს, გარკვეულ სტრუქტურებში არიან ჩანერგილი რუსეთის სპეცსამსახურები და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ასეთი გაუგონარი და საშინელიდოკუმენტაციები შექმნან, ამას ვუკავშირებ მე ჩემი შვილი მკვლელობას“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თადარიგის პოლკოვნიკმა დოდო გუგეშაშვილმა განაცხადა.

გუგეშაშვილის თქმით, მას მეგობარმა წერილი მიწერა, რომ მის მიერ საქართველოს საზღვრის ყოველი გადაკვეთა უკრაინიდან კონტროლდება. თადარიგის პოლკოვნიკის მტკიცებით, აღნიშნულ წერილში ნათქვამია ისიც, რომ შექმნილია ოფიციალური დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ის უკრაინაში რუსეთიდან ჩაფრინდა, თუმცა, ეს რეალობასთან კავშირში არ არის.

"როდესაც მეორმოცე დღეს საფლავზე ამიყვანეს, მეგობარმა, რომელიც სასაზღვროში მუშაობდა, რაღაც წერილი ჩამიდო ხელში... მაშინვე არც გამიხსნია წერილი. რამდენიმე დღის შემდეგ ყურადღებით წავიკითხე და აღმოვაჩინე ასეთი რამ - ჩემი მეგობარი მწერდა, როდესაც გავიგე შენს ოჯახზე თავდასხმის შესახებ, გამახსენდა ერთი ასეთი ფაქტი - შენი ყოველი წასვლა და ჩამოსვლა უკრაინიდან კონტროლდებოდაო. მე გავდიოდი მხოლოდ უკრაინაში და ვბრუნდებოდი, ასევე გავდიოდი მეგობრებთან აზერბაიჯანში, სხვა ქვეყანაში გასვლა არ მაქვს. ასევე მითხრა ასეთი რამ, ერთ-ერთი შენი ჩამოსვლის დროს არის ოფიციალური დოკუმენტი შექმნილი, იმ სამსახურში, სადაც მუშაობ, რომ შენ ჩამოფრინდი მოსკოვიდანო. სერიოზულად არ აღმიქვამს ეს ფაქტი. როგორც ჩანს, გარკვეულ სტრუქტურებში არიან ჩაბუდებული, ჩანერგილი რუსეთის სპეცსამსახურები და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ასეთი გაუგონარი და საშინელი დოკუმენტაციები შექმნან. ამას ვუკავშირებ მე ჩემი შვილის მკვლელობას“, - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა