წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ 10 წლისაა

საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ დღეს, 23 მაისს, 10 წლის გახდა. კომპანიის ისტორია 2008 წელს იწყება, როდესაც თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე პირველი, მცირე ზომის მაღაზია გაიხსნა, 10 წლის შემდეგ კი 56 ფილიალს აერთიანებს საქართველოს 21 ქალაქში.

„ბიბლუსის“ ქსელი დღეს უკვე არამარტო სტანდარტული მაღაზიებისგან შედგება, არამედ მის რიგებს შორის არის მულტიფუნქციური სივრცეები „ბიბლუსი გალერეას“ სახით, რომელიც აერთიანებს ათასობით სახეობის წიგნს, წიგნის კაფე „პიატოს“, საბავშვო სივრცეს, ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოს, ღვინის სადეგუსტაციო კუთხეს, კანცელარიას და სხვა.

23 მაისს „ბიბლუსის“ ყველა ფილიალში აღინიშნება იუბილე და თითოეულ სტუმარს, რომელიც ამ დღეს ეწვევა მაღაზიას სასიამოვნო სურპრიზები ელის. ქსელის მასშტაბით, მხოლოდ ერთი დღით, 100 ბესტსელერ წიგნზე იმოქმედებს -50%-მდე ფასდაკლება. ნებისმიერ ფილიალში მისული ყველა მომხმარებელი საჩუქრად თემატურ სანიშნეს მიიღებს, ყოველი 50-ე სტუმარი კი სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდება.

დღეს ასევე სხვადასხვა ფილიალში მისულ მკითხველს მათთვის საყვარელი მწერლები და ცნობადი სახეები უმასპინძლებენ, გაესაუბრებიან, გაუწევენ კონსულტაციას და უპასუხებენ მათ კითხვებს. მასპინძლებს შორის იქნებიან: მწერლები თეონა დოლენჯაშვილი, ეკა ტოგონიძე, თათული ღვინიანიძე, შორენა ზუზუა, პოეტი გენრი დოლიძე, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი და სხვა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, 10 წლის შემდეგაც „ბიბლუსის“ მთავარი მიზანი უცვლელია: კითხვა კიდევ უფრო პოპულარული გახადოს ჩვენს ქვეყანაში, წიგნი კი ხელმისაწვდომი ყველგან და ყველასთვის.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ