„თავისუფლების ფესტივალის“ ფარგლებში ესტონეთს თბილისის თავისუფალი თეატრის დასი ეწვია

„თავისუფლების ფესტივალის“ ფარგლებში ესტონეთს თბილისის თავისუფალი თეატრის დასი ეწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „თავისუფალი თეატრი“ წარსდგა ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლით „კავკასიური ცარცის წრე“. ფესტივალში ასევე მონაწილეობა მიიღეს ესტონურმა, ფინურმა და ლატვიურმა თეატრებმა.

წარმოდგენის შემდეგ „თავისუფლების ფესტივალის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შეხვდა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ახვლედიანი. მან დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღნიშვნამდე ერთი კვირით ადრე „თავისუფლების ფესტივალის“ გამართვის სიმბოლურ დატვირთვას. ელჩის განცხადებით, სწორედ თავისუფლებისადმი სწრაფვა და ერთიანი ფასეულობებია, რაც საფუძვლად უდევს ქართულ-ესტონურ მტკიცე კავშირსა და მეგობრობას. ელჩმა ქართველ მსახიობებს წარმატება მიულოცა და ხაზი გაუსვა ქართული კულტურის საზღვარგარეთ სათანადოდ წარმოჩენის მნიშვნელობას.

„თავისუფლების ფესტივალი“ ესტონეთის რესპუბლიკისა და მისი მეგობარი ქვეყნების დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საქართველოს შესახებ 100 - ზე მეტი კულტურული ღონისძიება, სამეცნიერო კონფერენცია, ლექციათა ციკლი და საგაზეთო სტატია. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობების მიერ მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოეწყობა პირველ დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებული ისტორიული ფოტო გამოფენები, საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველი ღონისძიებები.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ