მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ძიუდოისტების აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ამ წუთებში ძიუდოისტების აქცია მიმდინარეობს. მონაწილეები უშუალოდ პრემიერ–მინისტრისგან მოითხოვენ საკითხის შესწავლას და იმედოვნებენ, რომ ფედერაციაში არსებული პრობლემები დროულად მოგვარდება, რათა ყველა სპორტსმენს მიეცეს ვარჯიშის შესაძლებლობა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ღირსეულად წარდგნენ.

დღევანდელ აქციაზე ოდნავ მოგვიანებით წაიკითხავენ სპეციალურ განცხადებასაც, სადაც აღნიშნულია ფედერაციაში არსებული ის პრობლემები, რომლის მოგვარებასაც ძიუდოისტები მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა ძიუდოისტების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს