ძიუდიოსტებმა, პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანეს

ქართველმა ძიუდიოსტებმა, პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციაში წერილობითი განცხადება შეიტანეს. ძიუდოისტები იმედოვნებენ, რომ მთავრობის მეთაური ფედერაციაში არსებული პრობლემებით უშუალოდ დაინტერესდება და მათ პოზიციებს მოისმენს.

ქართველი ძიუდოისტები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ამ დრომდე რჩებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა.

ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას მას შემდეგ ითხოვენ, რაც ნაკრებმა წარუმატებლობა განიცადა. ისინი ფედერაციაში არსებულ ნეპოტიზმზე და სპორსტსმენებისადმი შერჩევით დამოკიდებულებაზე ამახვილებენ ყურადღებას, რამაც მათივე შეფასებით, შეჯიბრებებზე მიღებულ უარყოფით შედეგებზე გავლენა მოახდინა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს