გაფიცული ძიუდოისტები თბილისში, პარლამენტის შენობასთან 27 მაისს საპროტესტო აქციას გამართავენ

გაფიცული ძიუდოისტები თბილისში, პარლამენტის შენობასთან 27 მაისს საპროტესტო აქციას გამართავენ. როგორც ჟურნალისტებს ნაკრების წევრმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა განუცხადა, საპროტესტო აქციაზე შეიკრიბებიან როგორც გაფიცული სპორტსმენები, ასევე მათი მხარდამჭერები.

ნაკრების კიდევ ერთი წევრის ადამ ოქრუაშვილის თქმით, მათი საპროტესტო ტალღა გაგრძელდება, ვიდრე ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.

ძიუდოისტების საპროტესტო აქცია 27 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა ძიუდოისტების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება