ტარიელ კაკაბაძე - დასკვნით უტყუარად დადგინდა, რომ სხვა ბასრი საგნები გამოყენებულია ამ ორი ადამიანის გარდაცვალების დროს

დასკვნით უტყუარად დადგინდა, რომ სხვა ნივთები, სხვა ბასრი საგნები, ან თუნდაც სხვა დანები არის გამოყენებული ამ ორი ადამიანის გარდაცვალების დროს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც დაცვის მხარემ სასამართლოში დღეს წარადგინა, იკვეთება სხვა პირების მონაწილეობა დავით სარალიძის და ასევე მეორე მოზარდის მკვლელობის ფაქტში.

„ექსპერტის ჩვენებით კატეგორიულად დგინდება, რომ საკმაოდ ბევრი ჭრილობა, რომელიც გარდაცვლილებს მიყენებული აქვთ, გამორიცხულია მიყენებული იყოს ერთი დანითაც და მეორე დანითაც. მოგეხსენებათ, რომ საქმეში ოფიციალურად ორად ორი დანა არსებობს. დასკვნით უტყუარად დადგინდა, რომ სხვა ნივთები, სხვა ბასრი საგნები, ან თუნდაც სხვა დანები არის გამოყენებული ამ ორი ადამიანის გარდაცვალების დროს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ დავით სარალიძის და მეორე პიროვნების მოკვლის დროს ინციდენტში. ბრალდების მხარე გვეუბნება, თითქოს ექსპერტიზა მიკერძოებული ექსპერტის მიერაა შედგენილი, თითქოს ექსპერტის ჩვენება მიკერძოებულია და არ უნდა დავუჯეროთ. თუ ექსპერტს არ უნდა დავუჯეროთ, თუ სხვადასხვა ექსპერტიზებს არ უნდა ვენდოთ, თუ ბრალდებულის ჩვენებას არ უნდა დავუჯეროთ, რომელიც უტყუარ მტკიცებულებასთან, ექსპერტიზის დასკვნასთან შესაბამისობაშია, ვის უნდა დავუჯეროთ?! მოწმეს რომელმაც ჩვენება 5-ჯერ შეცვალა და თავად ამხელენ დანაშაულის ჩადენაში?!“, - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე