ილია მეორე - უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას - ეს არ რჩება დაუსჯელი

უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას - ეს არ რჩება დაუსჯელი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, "რუსთავი 2"-ის მისამართით განაცხადა.

პატრიარქმა სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა. "გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ადამიანი იქნას ტაძარი სულისა წმინდისა. ამისთვის მოწოდებული ვართ ჩვენ ყველანი. ჩვენ ვცხოვრობთ უმძიმეს და ურთულეს დროს, როდესაც სიკეთე და ბოროტება ებრძვის ერთმანეთს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთელი საქართველო, ყოველი ჩვენგანი იყოს სიკეთის მხარეს. სიკეთე ვაკეთოთ და ის სიკეთე დაგვიბრუნდება ჩვენ", - განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქი ასევე შეეხო ეკლესიის ურთიერთობას "რუსთავი 2"-თან. "მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო იმ საკითხს, რომელიც იყო ამ დღეებში - ურთიერთობა ეკლესიასა და "რუსთავი 2"-ს შორის. მინდა გითხრათ, რომ უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას - ეს არ რჩება დაუსჯელი. ჩვენ ვილოცეთ იმისათვის, რომ ღმერთმა ყველას შეგვინდოს ჩვენი შეცოდებანი. ყველა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს და აღიარებს მართლმადიდებლობას, ჩვენი სულიერი შვილია და ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და იმედია, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა გამოსწორდება", - განაცხადა პატრიარქმა.

იხილეთ ვიდეო: უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ეს არ რჩება დაუსჯელი - ილია მეორე

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს