პარლამენტის შენობასთან ძიუდოისტები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ

პარლამენტის შენობის წინ ძიუდოისტები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა დაკავებული თანამდებობა დატოვოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა, ხოლო ხელისუფლებამ ფედერაციაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მეტი ყურადღება გამოიჩინოს.

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ისინი არ აპირებენ არანაირ კომპრომისზე წასვლას და თავდაპირველივე მოთხოვნა, ქევხიშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, დღის წესრიგში რჩება. მათივე განცხადებით, ძიუდოს ფედერაციაში შექმნილია კრიზისული სიტუაცია, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებმა გამოიწვია.

გარდა ძიუდოისტებისა, პარლამენტის შენობასთან იმყოფებიან სპორტის სხვადსხვა სახეობის წარმომადგენლები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ ძიუდოისტებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მიმდინარე აქციის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის შეფერხება ამ მომენტისთვის არ ფიქსირდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება