ავთანდილ ჭრიკიშვილი - ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ პოლიტიკურ ძალებს

ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ პოლიტიკურ ძალებს, - ასე დაიწყო მიმართვა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.

მისი განცხადებით, შეკრებილი სპორტსმენების ერთადერთი სურვილია, შეძლონ სპორტული საქმიანობის გაგრძელება. „სპორტის გარდა არაფერი გვინდა. სწორედ ამიტომ ვართ აქ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.

პარლამენტის შენობის წინ ძიუდოისტები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა დაკავებული თანამდებობა დატოვოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა, ხოლო ხელისუფლებამ ფედერაციაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მეტი ყურადღება გამოიჩინოს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება