ძიუდოისტების ნაწილი პარლამენტთან, 19:00 საათზე, ზაზა სარალიძის მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდება

ძიუდოისტები ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახს სოლიდარობას უცხადებს. პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა ძიუდოისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა ხორავას ქუჩაზე მოკლულ მოზარდებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. სპორტსმენთა ნაწილი ასევე გეგმავს შეუერთდეს პარლამენტის წინ 19:00 საათზე ჩანიშნულ აქციას, „ნუ მომკლავ“.

გარდა ძიუდოსტების აქციის მხარდამჭერებისა, პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე იქ იმყოფება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ხალხის სიმრავლის მიუხედავად რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული არ არის.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება