მალხაზ მაჩალიკაშვილი - დღეს მე ყველაზე მეტად მესმის ზაზა სარალიძის, ამიტომ მე და ჩემი ხალხი ყოველთვის ვიქნებით სარალიძეების გვერდით

დღეს მე ყველაზე მეტად მესმის ზაზა სარალიძის, ამიტომ მე და ჩემი ხალხი ყოველთვის ვიქნებით სარალიძეების გვერდით, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან გუშინ გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამართლიანობის აღდგენის გზაზე მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა. „დღეს ყველას კარგად გვესმის, რომ მნიშვნელოვანია სიმართლის დადგენა და ჩვენ ერთად, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მივაღწიოთ სიმართლეს. ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება თქვენი დახმარება და გვერდში დგომა, რომ დავამტკიცოთ სიმართლე“, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

პარლამენტთან აქცია „ნუ მოკლავ“ გუშინ გაიმართა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მიერ იყო ორგანიზებული. ის მკვლელობის საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა