სპორტულ-კულტურული ღონისძიება - „მეგობრობა გზად და ხიდად“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის რეგიონული ოლიმპიური ორგანიზაციის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გლდანის სპორტულ კომპლექსში სპორტულ-კულტურული ღონისძიება - „მეგობრობა გზად და ხიდად“ გაიმართა.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს და მასში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა.

„სპორტული ასპარეზობები ჩატარდა ბავშვებსა და ვეტერანებს შორის მინი-ფეხბურთში, კალათბურთში, ბაგირის გადაძალვაში. ჩატარდა ასევე ინტელექტუალური თამაში „სპორტული ვიქტორინა“. გამარჯვებული გუნდები თასებით, მედლებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სახელოვნებო ჯგუფების მონაწილეობით.

ქართული სპორტის განვითარებაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის წარმატებული ვეტერანი სპორტსმენები - ვიქტორ სანეევი, კახი კახიაშვილი, ლერი ხაბელოვი, ლუკა კურტანიძე, ვლადიმერ გუცაევი, ვლადიმერ ბარქაია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდების დამეგობრებას, სხვადასხვა ერთობლივ სპორტულ-კულტურულ პროექტში მათ ჩართვას, დევნილ ახალგაზრდებში სპორტისადმი ინტერესის გაღვივებას“, - აღნიშნულია აფხაზეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა