სოფელ ტანძიის ორი მცხოვრები "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან შიმშილობას იწყებს

სოფელ ტანძიის ორი მცხოვრები "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან შიმშილობას იწყებს. "ქართული ოცნების" ოფისთან ტანძიის სოფლის მოსახლეობა აქიას მართავს და ითხოვენ, რომ RMG Gold-მა შეწყვიტოს ხევში სამუშაოები. მათ საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან სურდათ შეხვედრა. როგორც ისინი აცხადებენ, მათ ამ მოთხოვნას არავინ გამოეხმაურა და ამიტომ, ვეფხია ღვალაძე და შალვა მილდიანი შიმშილობას იწყებენ.

"ჩვენ ვიყავით მოლოდინის რეჟიმში. არავინ გამოგვხმაურებია. აქედან გამომდინარე მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ მე და ჩემი ერთი თანასოფლელი შალვა მილდიანი ვიწყებთ უვადო შიმშილობას. ვითხოვთ ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას", - განაცხადა ვეფხია ღვალაძემ.

შალვა მილდიანის განცხადებით, ხეობაში უნდა შეწყდეს ღია კარიერული მოქმედებები და მოსახლეობას მიეცეს ჯანსაღი ცხოვრების უფლება.

"ჩვენ ვიწყებთ უვადო საპროტესტო შიმშილობას და იქამდე არ შევწყვეტთ, ვიდრე ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ“, - განაცხადა შალვა მილდიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა