მდინარე დურუჯის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაო ვადაზე ადრე დასრულდა

ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარე დურუჯის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაო ვადაზე ადრე დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, შესრულებული სამუშაო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, თავმჯდომარის მოადგილეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

"მდინარის კალაპოტი 20 წელზე მეტია არ გაწმენდილა, რის გამოც დურუჯის ზემო დინებაში პერიოდულად იქმნებოდა ღვარცოფი და მთებიდან გამოჰქონდა დიდი რაოდენობით ტალახად ქცეული მყარი მასალა, რაც დატბორვის საფრთხეს უქმნიდა ქალაქს. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, მდინარე დურუჯის კალაპოტი გაიწმინდა დიდი რაოდენობით დაგროვილი მყარი მასალისგან და გატარდა ღვარცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები. გაწმენდილი მონაკვეთის სიგრძე 8 კილომეტრია, იწყება მდინარე დურუჯის სათავესთან და სრულდება ყვარელი-თელავის საავტომობილო გზაზე არსებულ სახიდე გადასასვლელთან," - ნათქვამია ინფორმაციაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 12 544 000 ლარი შეადგინა. კონტარქტორი კომპანია მდინარე დურუჯზე დამატებით სამუშაოს ივნისამდე გააგრძელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა