დავით ქევხიშვილი - აღმასკომის წევრები ჰოლანდიელი სპეციალისტის მიმართ დადებითად არიან განწყობილნი

ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის წევრებმა ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატს ჰოლანდიელი ლუის ვაიდენბოშს მოუსმინეს. როგორც პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა განაცხადა, აღმასკომის წევრები ჰოლანდიელი სპეციალისტის მიმართ დადებითად არიან განწყობილი.

"საკმაოდ ვრცლად წარმოადგინა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა პროგრამა და აღმასკომის წევრების დადებითი განწყობა დაიმსახურა. მე მათგან მაქვს ნებართვა იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს 2-3 დღეში დავნიშნო მთავარი მწვრთნელი და ის გუნდი რომელიც მასთან ერთად იმუშავებს“, - განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

მისივე თქმით, უცხოელი სპეციალისტის მოყვანა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, ძირითადი მიზეზი კი ის არის, რომ თეორიული მიმართულებით საქართველოში მაღალი დონის მწვრთნელები არ არიან.

"მე არა ერთხელ განმიცხადებია, რომ სამწუხაროდ როგორც ბევრ სფეროში, სამწვთნელო ნაწილშიც ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დეფიციტი კარგი და მცოდნე მწვრთნელების, ვგულისხმობ თეორიულ ცოდნას. ელემენტარულად ფიზუკური უნივერსიტეტი არ არსებობდა დიდი ხნის განმავლობაში. პრაქტიკულ ნაწილში უცხოელი მწვრთნელების დამხმარე იქნებიან ქართველი მწვრთნელები იმიტომ, რომ პრაქტიკულ ნაწილში კარგი მწვრთნელები გვყავს. ეს კომბინაცია გაცილებით მეტ შედეგს მოიტან“, - განაცხადა ქევხიშვილმა.

მისივე თქმით, ვაიდენბოში ბელგიის ნაკრებს წვრთნიდა 2012 წელს და მას დიდი გამოცდილება აქვს როგორც მენეჯმენტის, ასევე ფსიქოლოგიური მიმართულებით.

„ჩემი სიმპათია არსებობს მის მიმართ“, - აღნიშნა ქევხიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა