სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებს გათავისუფლებულმა მასწავლებელმა გაკვეთილი კარავში ჩაუტარა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები ქართული ენის მასწავლებლის გათავისუფლებას აპროტესტებენ. მათ დღეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კარავი გაშალეს და აქცია მოაწყეს, შემდეგ კი თეა გურგენიძემ მოსწავლეებს გაკვეთილი კარავში ჩაუტარა. მშობლები გათავისუფლებული პედაგოგის სკოლაში დაბრუნებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აპირებენ ფართი იქირაონ, სადაც ქართული ენის გაკვეთილებს თეა გურგენიძე ჩაატარებს.

შეგახსნებეთ, რომ თეა გურგენიძეს ერთ-ერთი მოსწავლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, რაც დისციპლინურმა საბჭომ განიხილა და ბრალდება დაადასტურა. იგი სამსახურიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა